Georgian
რეჟიმის პატიმრები 2024-2025

რეჟიმის ტყვეებისთვის გამამხნევებელი წერილების დაწერა შეგიძლიათ გუგლის ფორმის საშუალებით.

წერილების პატიმრებისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს „ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა“.


წერილის გაგზავნა „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით:

რა უნდა გავითვალისწინოთ წერილის დაწერისას?

ყველა წერილი, სანამ პატიმრამდე მიაღწევს, წინასწარ იხსნება და მოწმდება. ამიტომ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ისეთი ინფორმაციის მიწერისგან, რამაც თქვენ ან პატიმარს შესაძლოა ზიანი მიაყენოს.

გთხოვთ, წერილში დაიცვათ ცენზურა და თავი შეიკავოთ ზედმეტად პოლიტიკური ნარატივისგან.

წერილში პატიმრებს შეგიძლიათ მოუყვეთ საინტერესო ამბები, მსოფლიო მიღწევები და ყველაფერი რასაც ჩათვლით რომ მათ გაამხნევებთ და აინტერესებთ.

როგორ დავწეროთ წერილი?

წერილი შეგიძლიათ დაწეროთ ხელით ნებისმიერი ტიპის ფურცელზე ან დაწეროთ ნებისმიერ აპლიკაციაში და შემდგომ ბეჭდური სახით/ამობეჭდილი გაუგზავნოთ.

ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ ამობეჭდილი "სქრინები" ან ფოტოები.

როგორ გავაგზავნოთ წერილი?

წერილის გასაგზავნად უნდა მიბრძანდეთ "საქართველოს ფოსტის" ნებისმიერ ფილიალში. შეგიძლიათ თქვენივე კონვერტში მოთავსებული წერილი მიიტანოთ ან წერილისთვის კონვერტი იქვე შეიძინოთ.

თუ წერილის თქვენი კონვერტით გაგზავნას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ კონვერტის შემდგომი ზომები:

  • მინიმალური: 90 x 140 მმ
  • მაქსიმალური: 240 x 340 მმ
  • მაქსიმალური სისქე: 5 მმ

"საქართველოს ფოსტის" კონვერტების ღირებულება:

  • A6 ზომა – 20 თეთრი
  • A5 ზომა – 40 თეთრი
  • A4 ზომა – 50 თეთრი

რა უნდა დავწეროთ კონვერტზე?

მარცხენა ზედა კუთხეში მიუთითეთ თქვენი (გამგზავნის) ინფორმაცია:

  • - სახელი და გვარი
  • - სახლის მისამართი
  • - ტელეფონის ნომერი
  • - საფოსტო ინდექსი (არ არის სავალდებულო)

(თუ თქვენს მონაცემებს დეტალურად არ დაიტანთ კონვერტზე, პატიმარი ვერ შეძლებს საპასუხო წერილის გამოგზავნას.)

მარჯვენა ქვედა კუთხეში აუცილებლად უნდა მიუთითოთ პატიმრის (ადრესატის) ინფორმაცია:

  • - სახელი და გვარი
  • - პენიტენციური დაწესებულების მისამართი

არ არის სავალდებულო, მაგრამ თუ ამ ინფორმაციას ფლობთ შეგიძლიათ ასევე დაიტანოთ:

  • - კორპუსის და საკნის ნომერი (ხშირად იცვლება, თუ დანამდვილებით არ იცით სჯობს რომ არ დაწეროთ)
  • - პატიმრის მამის სახელი (,,.....“ ძე, ,,.....“ ასული - ამ პრინციპით)

რა ღირს წერილის გაგზავნა?

მარტივი წერილის გაგზავნა – 4 ლარი

რეგისტრირებული წერილის გაგზავნა – 7 ლარი

(მარტივი წერილისგან განსხვავებით, რეგისტრირებული წერილის გაგზავნის შემთხვევაში თქვენი პირადი ნომრის აღრიცხვა ხდება. თქვენ მოგცემენ თრექინგ კოდს, რომლის საშუალებითაც, "საქართველოს ფოსტის" ვებგვერდზე, შეძლებთ თვალყური ადევნოთ წერილის გადაადგილებას.)

რამდენ ხანში მივა წერილი ადრესატამდე?

ორივე, მარტივი და რეგისტრირებული წერილის, მიწოდების ვადაა 3-5 სამუშაო დღე (მაქსიმუმ 7).